ეუთო-ს თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შემდგარ შეხვედრას დადებითად აფასებს.
შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე შედგა.
„2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ეს იყო მსგავსი მასშტაბის პირველი შემთხვევა. ზალკალიანმა და ლავროვმა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტის აუცილებლობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დააყენა. მინისტრთა შეხვედრა შვეიცარიელი შუამავლების საშუალებით მნიშვნელოვანია. აღნიშნული აჩვენებს, რომ არსებობს იმედი კონსტრუქციული დიალოგის გზით შემცირდეს ზეწოლა და გამყარდეს სტაბილურობა რეგიონში“, - განაცხადა ლაიჩაკმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ დათანხმდა შვეიცარიული მხარის წინადადებას, შემდგარიყო შეხვედრა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.