logo_geo
eng_logo
გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს
- +

27 სექტემბერი. 2019. 19:24

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას (Deputy DCOS Security Assistance) დაიკავებს.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

 

ავღანეთში გამგზავრებამდე ბრიგადის გენერალ ნიკოლოზ ჯანჯღავას საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.

 

NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში (ქაბული) საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას პირველად დაიკავებს. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ სამხედრო მართვის რგოლი ტრადიციულად NATO-ს წევრი ქვეყნების უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობიდან კომპლექტდება.

 

NATO-ს სამშვიდობო ოპერაციის მართვის პროცესში ქართველი გენერლის ამოცანას წვრთნების, რჩევისა და დახმარების ღონისძიებების (Training Advising Assisting) უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და NATO-ს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელს შორის მჭიდრო სამხედრო-დიპლომატიური კავშირების განმტკიცებაზე იქნება პასუხისმგებელი. ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მზადყოფნის ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე საერთაშორისო მრჩევლების მუშაობას კოორდინირებასა და კონტროლს გაუწევს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner