logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია სკანდალის შექმნას ცდილობს
- +

30 სექტემბერი. 2019. 10:31

 

„ზალკალიანი ისედაც უნდა მოვიდეს პარლამენტში მინისტრის საათზე, მას პრობლემა არ აქვს, კითხვებს უპასუხოს“,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მოთხოვნას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში მივიდეს.

 

„ოპოზიცია ცდილობს რაღაც სკანდალი შექმნას იმ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს პოლიტიკას და ზალკალიანის შეხვედრას უჭერს მხარს. ზალკალიანი ისედაც უნდა მოვიდეს პარლამენტში მინისტრის საათზე და არანაირი პრობლემა არ აქვს, ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს. მათ დავით ზალკალიანთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე სურს საუბარი.

 

ცნობისთვის, ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებს შორის განხილვის მთავარი თემა ოკუპაცია იყო.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვედრა აღარ გაუმართავთ, 2012 წლიდან შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მართავდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner