logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება
- +

30 სექტემბერი. 2019. 15:19

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება.

 

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ზალკალიანი პარლამენტში მისულიყო და კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

 

„ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი, რომ `მინისტრის საათის¬ განრიგი იცვლება ისე, რომ ზალკალიანი შეთანხმებულზე უფრო ადრე წარდგება დეპუტატების წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner