„არანაირი ოკუპაცია არ არის“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
დმიტრი პესკოვი ნიუ-იორკში, ზალკალაინი-ლავროვის შეხვედრას და მასთან დაკავშირებით თბილისში გამოთქმულ მოსაზრებებს „ისტერიკას“ უწოდებს.
დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კონსტრუქციული დიალოგის პროცესი ქვეყნებს შორის, სწორედ ამგვარი შეხვედრებიდან იწყება.
„არანაირი ოკუპაცია არ არის, აქ ჩვენი აზრები იყოფა, მაგრამ რაც შეეხება ოფიციალურ ხელისუფლებებს, აქ ჩვენ ისევ პრობლემები გვაქვს. ასეთი პირველი შეხვედრები, რომელსაც ნიუ-იორკში ჰქონდა ადგილი, ალბათ, კონსტრუქციული დიალოგის ნებისმიერი პროცესი, თუნდაც ამ პროცესების ჩასახვა იწყება სწორედ ასეთი შეხვედრებით. ალბათ, თქვენც ისმენდით ისტერიკას, რომელიც ამ შეხვედრას მოჰყვა თბილისიდან. ალბათ, არცთუ ადეკვატური რეაქციაა. ამიტომ, მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ამ შეხვედრაზე, ის ძალიან მტკივნეულად არის მიღებული თბილისში, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.