logo_geo
eng_logo
3 "შმაქსი" "მიიშმაქსა" - პატრულის თანამშრომლებმა 3 მძღოლი დააჯარიმეს
- +

5 ოქტომბერი. 2019. 20:59

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ უკვე, „შმაქსის“ სამი მძღოლი დააჯარიმა. ორს ტაქსის ლიცენზია არ გააჩნდა, ერთს კი ტაქსისთვის განკუთვნილ ფერთან შეუსაბამო ავტომობილი ჰყავდა.

 

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მძღოლები იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც მათ მგზავრები, საფასურის გადახდის სანაცვლოდ გადაჰყავდათ. 

 

აღსანიშნავია, რომ ახალი კომპანია „შმაქსი“ პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“, ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დააფუძნა. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, „შმაქსში“ გაწევრიანდებიან მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ, მსურველებს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაიყვანენ და  "გირჩის" იდეებს გააცნობენ. მგზავრობის საფასური კი, მიღებული ინფორმაციის მიხედვით განისაზღვრება.

 

3 ოქტომბერს, „შმაქსისტების“ კოლონა პატრულმა, თბილისის მიმდებარედ გააჩერა, თუმცა არ დააჯარიმა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ პატრულის თანამშრომლებს ოფიციალური რეგისტრაციის ამონაწერი აჩვენეს და განუმარტეს, რომ ის საგანმანათლებლო პროექტია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner