logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენი თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული ქალაქი
- +

5 ოქტომბერი. 2019. 22:18

 

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას თბილისობა მიულოცა. მისი თქმით, დიდი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო, წლევანდელი თბილისობის დღესასწაულს დედაქალაქი მდუმარე მწუხარებით შეხვდება. 

 

როგორც პრემიერი აცხადებს, სულ მალე, თბილისი კიდევ უფრო წარმატებული, უფრო კომფორტული ქალაქი იქნება და ყოველთვის ემახსოვრებათ ამ ქალაქის ყველაზე დიდი ნიშანი - ტოლერანტობა. თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი.

 

ეს დღესასწაული მახსოვს ბავშვობიდან. მახსოვს ის ეზო, სადაც გავიზარდე, როდესაც ამ ეზოში ტოლერანტობით განმსჭვალული სხვადასხვა ნაციონალობის წარმოდგენილი ადამიანები სიკეთესაც ლხინსაც და ჭირსაც ვხვდებოდით ერთად. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მან თბილისობა მიულოცა კონცერტში მონაწილეებსაც და მაყურებელსაც. 

 

ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს, ამ სცენაზე იდგნენ, თითოეულ ჩვენგანს, თანამედროვეს, თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვო, რომ ისე ვემსახუროთ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს, რომ ასე შეგვეძლოს ამ სცენაზე ამოსვლა, ამ ასაკში და ასეთი ღვაწლით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს წარმატება თბილისის წარმატებაზე გადის. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner