რუსეთის ფედერაციის საგანგებო ვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, მოკლე ჩართვის შედეგად ხანძარი გაჩნდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაკვამლიანება შენობის ერთ-ერთ ფლიგელში შენიშნეს.
"რენ ტვ"-ს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთ-ერთი მუშა დაზარალდა, რომელიც შენობაში, სხვა მუშებთან ერთად სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. კვალის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე 2 ათეული სახანძრო მუშაობს, შექმნილია მეხანძრეთა შტაბი. შენობაში ამჟამად, მაშველები მუშაობენ, ეძებენ დაკვამლიანების კერას.
https://twitter.com/i/status/1180574952128417792