logo_geo
eng_logo
სასულიერო სკოლის აღსაზრდელი სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს
- +

6 ოქტომბერი. 2019. 21:45

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა - თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილი საკუთარი სახლის სარდაფში იპოვეს. ის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

 

​როგორც სკოლის დირექტორი, ნარგიზ გაბაძე “რეგიონულ კვირას” უყვება, მოსწავლისთვის რაიმე განსაკუთრებული არ შეუმჩნევია და თანატოლების მხრიდან მის ჩაგვრას გამორიცხავს.



ჩვეულებრივი ბავშვი იყო. საშუალო დონეზე სწავლობდა. საჩხერის კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრშიც იყო. დადიოდა ვოკალზეც”, - ამბობს ნარგიზ გაბაძე.



17 წლის მოზარდი სასულიერო პირის შვილია. მას 6 და ძმა ჰყავს. 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner