logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აიკრძალა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 23:22

 

ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აკრძალეს, მიზეზი აშშ-ში პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველოს (FDA) მიერ, სასუნთქი გზების დაავადებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნაა. დაავადების შემთხვევები ქვეყნის 48 შტატში დაფიქსირდა, აქედან 18 შტატში 21 ადამიანი გარდაიცვალა. ყოველივე პირდაპირ უკავშირდება THC კარტრიჯებს და კანაფის ზეთის შემცველი სითხის აორთქლებას, - იტყობინება SNN -ი.  

 

როგორც აშშ-ში პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველოს კომისრის ნედ შარპლესი აცხადებს, აშშ-ში სასუნთქი გზების და ფილტვების ტრამვები ვეიპინგს და ელექტროსიგარეტს უკავშირდება. საჭიროა ადამიანებს მიეწოდოს ინფორმაცია, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ახლობლები.  

 

მისი თქმით, მოქალაქეებმა არ უნდა გამოიყენონ ვეიპინგის ის პრეპარატი, რომელიც ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს, რომელიც არის კანაფის მცენარის მთავარი ფსიქოაქტიური კომპონენტი. ამის გარდა მომხმარებლები, რომლებიც იჩევენ  Vaping--ის ნებისმიერ პროდუქტს არ უნდა მოახდინონ მისი მოდიფიცირება და სხვა ნივთიერებების დამატება, როგორიცაა კანაფის ზეთის შემცველი სითხე, რომელიც დახლს გარეთ ან სხვა აკრძალული არხებით იყიდება. 

 

ნედ შარპლესი მოუწოდებს მწეველებს, რომლებიც ელექტროსიგარეტში კანაფის ზეთის შემცველი სითხის გამოყენებას აპირებენ, დააკვირდეს სიმპტომებს და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმს მიმართონ. 

 

ელექტროსიგარეტი პირველად აშშ-ს მიჩიგანის შტატში აიკრძალა. მისი  მოხმარება და წარმოება ინდოეთშიც აკრძალეს.  

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner