logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი: თუ არ ვეძებეთ გამოსავალი, სტატუს-კვოს მსხვერპლი ვიქნებით
- +

7 ოქტომბერი. 2019. 12:26

 

 

„შტაინმაიერი პრეზიდენტის რანგში ჩამოვიდა და არა, როგორც რაღაც ფორმულების მატარებელი“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ ჩამოსულა გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების უკრაინის მსგავსი ფორმულით.

 

ზურაბიშვილის თქმით, ისურვებდა, ბევრი პარტნიორი მუშაობდეს ფორმულებზე და ეძებდნენ გამოსავლის გზებს.

 

„ვისურვებდი, ბევრი პარტნიორი მუშაობდეს ფორმულებზე. თუ არ ვეძებეთ გამოსავალი, ვიქნებით ამ სტატუს-კვოს მსხვერპლი“,-განახადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ცნობისთვის, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.

 

ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner