„ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება იყო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, რომლითაც გამოჩნდა, რომ ის იმ პროცესებზე ბევრად მაღლა დგას, რაც შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი და შემადგენელი იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ზარდიაშვილმა აჩვენა, რომ თანამდებობა, სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება.
„ვანო ზარდიაშვილმა მიიღო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება და ასევე ღირსეული განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით ვანო ზარდიაშვილმა ჩვენ ყველას და საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა, სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ასევე აჩვენა, რომ ნებისმიერ დაპირისპირებაზე და კამპანიაზე, რაც პოლიტიკაში შეიძლება ხშირად მოხდეს, მაღლა დგას ღირსება და ადამიანური ნაწილი, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც აქვს. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის სახელით. ცოტა დრო არ არის, რაც ჩვენ პარლამენტში ვმუშაობთ. მინდა წარმატებები ვუსურვო ცხოვრებაში და კარიერაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, რომლითაც გამოჩნდა, რომ ის იმ პროცესებზე ბევრად მაღლა დგას, რაც შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი და შემადგენელი იყოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.