logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა პარლამენტის მანდატზე უარს აცხადებს
- +

7 ოქტომბერი. 2019. 19:21

 

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა პარლამენტის მანდატზე უარს აცხადებს.

 

როგორც ზარქუა აღნიშნავს, მან საკრებულოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

 

„პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პატივი და გამოწვევა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი თვის წინ უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩია, გამაჩნია პასუხისმგებლობა. მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე.

 

მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნების“ წევრები ვინ, სად, რა პოზიციაზე ვიქნებით, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მცდელობებით როგორც მუნიციპალიტეტის დონეზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული დადებითი როლი შევასრულოთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ამ მისიას, ამ ეტაპზე მე ვხედავ ქვეყნის საკრებულოში“,- აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუას უნდა შეეცვალა. სიაში შემდეგია თემურ გოცირიძე, რომელიც, ზარქუას განმარტებით, ამჟამად კერძო სექტორშია დასაქმებული. ზარქუა ვარაუდობს, რომ გოცირიძე პარლამენტარის მანდატზე უარს იტყვის.

 

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მან დღეს განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner