logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: - რა იქნება თქვენი ძირითადი მამოძრავებელი სამართლებრივი ლოგიკა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 20:27

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს, კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს, კითხვით მიმართა:თქვენ მოგიწევთ დასაშვებობის საკითხზე მთელი რიგი საკითხების შემოწმება. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ საქმე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის განვითარებისთვის და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის. რა იქნება თქვენთვის, ამ შემთხვევაში, ძირითადი მამოძრავებელი სამართლებრივი ლოგიკა?"  

ანრი ოხანაშვილი, ასევე დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსაზრებით, სად გადის ზღვარი კანონშემოქმედებასა და სამართალშემოქმედებას შორის?

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner