logo_geo
eng_logo
სოფელ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბში ადამიანი დაიღუპვის ფაქტზე საქმე აღიძრა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 22:35

 

 
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, 6 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 41 წლის თ.ჩ -ს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.

 

"კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და  მზად არის მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს  მის ოჯახს. მომხდარი ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია კომპანიის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან", - ნათქვამია განცხადებაში. 


​მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ დასაქმებული პირი იყო. 

აღსანიშნავია, რომ თ.ჩ სამსახურეობირივი მოვალეობის დროს დაიღუპა, მას კომპანიის კუთვნილი სატვირთო დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner