logo_geo
eng_logo
სუს-ის ხელმძღვანელად გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინეს
- +

8 ოქტომბერი. 2019. 01:39

 


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძის ინფორმაციით, მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა. სუს-ის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 

 

კობალაძის თქმით, ლილუაშვილს პირადად იცნობს და მიაჩნია, რომ ის ერთ-ერთი ღირსეული კადრი, ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი, პროფესიონალი და ძლიერ პიროვნებაა.

 

"ჩემთვის ცნობილია მისი ხედვები. გარკვეული ამბიციებიც აქვს, რაც  ქვეყნის გაძლიერებისკენ არის მიმართული, დანარჩენი ვნახოთ, სიმჯელებთ პარლამენტში, მის პროგრამასაც მოვისმენთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს კობალაძე.

 

დეპუტატის ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ლილუაშვილის კანდიდატურაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იმსჯელებენ. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner