დეპუტატი ლადო კახაძე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
კომიტეტის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„პატივია თქვენთან ერთად რთულ საქმესთან შეჭიდება“, – აღნიშნა ლადო კახაძემ, რომელიც პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია.