logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: უკანონოდ ჩამორთმეული ქონება 90 ადამიანს დაუბრუნდა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 20:21

 


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება დაახლოებით, 90 ადამიანს დაუბრუნდა. იმ ქონების საერთო ღირებულება კი, რომელთა მიმართაც მოქალაქეებს პრეტენზია აქვთ, დაახლოებით რამდენიმე მილიარდ ლარს შეადგენს. 
 

დეპუტატი ბექა ოდიშარია დაინტერესდა, რამდენად შეუწყო ხელი გენერალური პროკურორის მენეჯმენტმა იმას, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტში დაჩქარებულიყო „თაროზე შემოდებული“ საქმეების“ გამოძიება, რამდენი ადამიანისთვის დადგა სამართალი და რა გააკეთა ამისთვის უშუალოდ უწყების ხელმძღვანელმა?

ამასთან დაკავშირებით შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე ის გახდებოდა მთავარი პროკურორი.

მისივე თქმით, დეპარტამენტს საკმაოდ ბევრი რამ აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სამართლიანობა აღდგენილიყო. გარდა ამისა, დეპარტამენტის ეფექტიანობა მხოლოდ მისი მუშაობით ვერ განისაზღვრება თუ არ იქნა შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა. კერძოდ, საუბარია პარლამენტში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამის ცვლილებებზე, რომელი კანონპროექტიც დაახლოებით მეორე წელია გაჩერებულია. ასევე, "5-7 თვეა მთავრობას წარდგენილი აქვს დოკუმენტი, რომელიც ეხება ალტერნატიული ქონებებით ჩანაცვლებას, იმ ქონებრივი უფლების მოთხოვნაზე, რომელიც პირს გააჩნია დანაშაულის შედეგად ჩამორთმეულ ქონებებთან მიმართებაში“, - განაცხადა თადუმაძემ.

როგორც თადუმაძე განმარტავს, მისი უშუალო მონაწილეობა ამ საქმიანობაში იყო ის, რომ გენერალურმა პროკურატურამ იმ საქმეების გარკვეული სისტემატიზაცია უზრუნველყო, რომლებიც, ერთი მხრივ, ითხოვს სახელმწიფოსგან ფინანსურ ანაზღაურებას, მეორე მხრივ - ქონებრივ ანაზღაურებას, მესამე მხრივ - ალტერნატიულ ქონებრივ ანაზღაურებას და მეოთხე მხრივ - მხოლოდ რეაბილიტაციას.

 

"თუ აქამდე არ იყო ეს არ იყო ინფორმირებული და დოკუმენტურ დონეზე დადასტურებული, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით რამდენიმე მილიარდ ლარს შეადგენს იმ ქონების საერთო ღირებულება, რომელთა მიმართაც მოქალაქეებს პრეტენზია აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ უკანონო ზემოქმედების შედეგად ჩამოართვეს ეს ქონება“, - განმარტა თადუმაძემ.

მისი თქმით, მხოლოდ პროკურატურის რესურსით ასეთი გადაწყვეტილებების მიღება რთულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner