logo_geo
eng_logo
მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერა ადასტურებს
- +

9 ოქტომბერი. 2019. 21:27

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯიუკანოვიჩს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ნატო -სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები. მონტენეგროს პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა მონტენეგროსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით, ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მილო ჯიუკანოვიჩმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს წარმატებებს და მიმდინარე რეფორმებს.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner