logo_geo
eng_logo
მონტენეგრო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერასა და დახმარებას სთხოვს
- +

9 ოქტომბერი. 2019. 22:55

 

 

მონტენეგროში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. იგი მონტენეგროს ვიცე პრემიერ-მინისტრ მილუტინ სიმოვიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. 

როგორც "რეპორტიორს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. გამოითქვა მონტენეგროს სურვილი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და ექსპერტული დახმარებაზე.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გააქტიურებაზე. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.

არჩილ თალაკვაძე და მილუტინ სიმოვიჩი აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner