logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: "ახალ კვირის" ჟურნალისტები წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის პრიზს იმსახურებენ
- +

10 ოქტომბერი. 2019. 01:33

 

 

პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მარისა და ბექას შესახებ გადაცემა "ახალ კვირაში" გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ჟურნალისტური ნამუშევარი ჯილდოს იმსახურებს.

"​ბოლო დღეების განმავლობაში, ორი მარგალიტის - ბექას და მარის ფოტომ და საზოგადოებრივი არხის უძლიერესმა სიუჟეტმა ჩვენს ცხოვრებაში მზის სხივი შემოიტანა. ამ სიუჟეტის ავტორები წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის პრიზს იმსახურებენ. პროფესიული თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე მომზადებული ტელეპორტრეტია. იმედი მაქვს, ჟურნალისტური ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთა ამ ნამუშვარს სათანადო პრიზით აღნიშნავენ. ამასთან, მარის და ბექას ისტორია ჩვენთვის უნდა იყოს სტიმული,- ვიღვაწოთ, ვიომოთ, ვიშრომოთ ამ თაობისთვის", - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ „ახალი კვირის“ სიუჟეტში მარი და ბექა ველოსიპედზე, ახალ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ოცნებობდნენ. მათ შესახებ რეპორტაჟი კვირას გავიდა. მას შემდეგ ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემის სურვილით საქართველოს პირველ არხს ბევრი ადამიანი დაუკავშირდა. პირველი არხის გადამღები ჯგუფი სოფელ ქვეშეთში ჩავიდა და ბავშვებს ნანატრი ნივთები ჩაუტანა.

მარისა და ბექას ფოტო, რომელიც ფოტოგრაფმა გიორგი ნადირაშვილმა გადაიღო, სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა. მათ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმისთვის საბჭოთა პერიოდის სამოსი ჩააცვეს და ფოტო გადაუღეს. ფოტომ პოპულარობა მალევე მოიპოვა და მას შემდეგ ყველა მარისა და ბექას შესახებ საუბრობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner