სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ქარჩავა, ტაქსების თემაზე სტატუსს აქვეყნებს და სარკაზმით აღნიშნავს, რომ თბილისში, ტაქსის მძღოლების უმეტესობამ ხშირად არა თუ ქუჩების მდებარეობა არ იციან, სათანადოდ ქალაქის ძირითად ობიექტებსაც ვერ ცნობენ.
"ტაქსის რომ გააჩერებ და მძღოლს ეტყვი, - ფილარმონიასთან მიმიყვანეო და ოპერასთან მიგიყვანს. მერე მიუთითებ, - ეს ფილარმონია არ არის! აქეთ რომ გეტყვის საყვედურნარევი ხმით, - როგორ არა ქალბატონო, ეს არისო!!!(თან რომ ბრაზდება)!!! ან საპატრიარქოს სამშობიაროსთან მიმიყვანეო, რომ ეტყვი და საპატრიარქოსთან მიგიყვანს. თან გიმტკიცებს, - ეს არის სამშობიარო, აქედან შეყავთ ქალებიო!!! გაცოფებული ამბობს , - ამას რა ჰქვია?!", - წერს ნანა ქარჩავა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ტაქსების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები კვალიფიცირებულები იყვნენ და კარგად იცნობდნენ ქალაქს.