logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არგუმენტი, რომ დიპლომში ნოდარ დუმბაძეს ვერ მიუთითებდნენ, ტყუილი აღმოჩნდა
- +

11 ოქტომბერი. 2019. 00:18

 

„გუშინ, მთავარი არგუმენტი იყო, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელი 2003 წლიდან გახდა და 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელი ვერ მიეთითებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მყარი არგუმენტი, რომ ნოდარ დუმბაძე ვერ მიეთითებოდა 2003 წლამდე, აღმოჩნდა ტყუილი და ამ არგუმენტთან დაკავშირებით, ჩვენ პრეტენზიები არ გვაქვს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.


მამუკა მდინარაძის თქმით, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც თავის დროზე პარლამენტმა აირჩია იმ თანამდებობაზე, რომელზეც ის მუშაობს, წარმოდგენილი აქვს ასევე, 2003 წლამდე გაცემული დიპლომი, რომელშიც ასევე წერია, რომ ის არის ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელი.

 

მისივე თქმით, სწორედ ეს დიპლომი არის მტკიცებულება იმისა, რომ ნოდარ დუმბაძის სახელი შეიძლებოდა 2003 წლამდე მითითებულიყო.

 

„გუშინ, როდესაც შალვა თადუმაძის დიპლომზე აჟიოტაჟი ატყდა, მეც გამიჩნდა კითხვები. არსებობდა ორი მთავარი კითხვა: რატომ წერია დიპლომში 1993 დან 1998 წლამდე პერიოდი და ინსტიტუტს, რომელიც აღმოჩნდა, რომ დამთავრებული აქვს შალვა თადუმაძეს, ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა 2003 წელს. ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც თავის დროზე ჩვენ ავირჩიეთ იმ თანამდებობაზე, რომელზეც ის მუშაობს, წარმოდგენილი აქვს ასევე, 2003 წლამდე გაცემული დიპლომი, რომელშიც ასევე წერია, რომ ის არის ნოდარ დუმბაძის სახელობის სასწავლებელი. სწორედ ეს დიპლომი არის მტკიცებულება იმისა, რომ ნოდარ დუმბაძის სახელი შეიძლებოდა 2003 წლამდე მითითებულიყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner