დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ ბაქოში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.გახარიას თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც სამწუხაროდ, არაა დადგენილი. გახარიას განმარტებით, სწორედ ამ თემასაც შეეხო ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი.
"გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან თემას,როგორიც არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, სამწუხაროდ,საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც არაა დადგენილი. ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია პრობლემა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და სრულად შემიძლია დავეთანხმო, რადგან პარტნიორებს და მეგობრებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს. ამ საფუძველზე, გვქონდა ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხართ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქოდნეს სერიოზული პროგრესი. ეს პრობლემა ორი ქვეყნის ნციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინეტრესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს",-განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სიფრთხილე გამოიჩინონ.