შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში უნგრეთის ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში უნგრეთის მხარის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.