logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური უნგრეთის ელჩს შეხვდა
- +

11 ოქტომბერი. 2019. 11:44

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში უნგრეთის ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში უნგრეთის მხარის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner