პარლამენტში 29 ნოემბერს ინტერპელაცია გაიმართება. პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფარგლებში, დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება.
ინტერპელაციის ფორმატში, დავით ზალკალიანი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიბარა. მიზეზი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, მინისტრმა კითხვებს პირადად უნდა უპასუხოს, რასაც პოლიტიკური დებატები მოჰყვება.