logo_geo
eng_logo
პარლამენტში 29 ნოემბერს ინტერპელაციის წესით დავით ზალკალიანს მოუსმენენ
- +

11 ოქტომბერი. 2019. 12:33

 

 

პარლამენტში 29 ნოემბერს ინტერპელაცია გაიმართება. პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფარგლებში, დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება.

 

ინტერპელაციის ფორმატში, დავით ზალკალიანი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიბარა. მიზეზი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

 

რეგლამენტის გათვალისწინებით, მინისტრმა კითხვებს პირადად უნდა უპასუხოს, რასაც პოლიტიკური დებატები მოჰყვება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner