logo_geo
eng_logo
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
- +

11 ოქტომბერი. 2019. 12:36

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე,  მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი  არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს და შეკითხვებს უპასუხეს.

 

ბაღდათის მოსახლეობამ საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივების, სასმელი წყლის მიწოდების, სოციალური დახმარებების და ქალაქის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს და მიიღეს დაპირება, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.

 

ასევე დღევანდელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს ის პროგრამები გააცნო, რომელსაც სამინისტრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner