logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ქართულ პოლიტიკაში ერთი წელი ბევრი დროა, ახლა რთულია თქმა, ვისთან შეიძლება, შეიქმნას კოალიცია
- +

11 ოქტომბერი. 2019. 12:50

 

 

„ქართულ პოლიტიკაში ერთი წელი ბევრი დროა და როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თქმა რთულია. კოალიციის შექმნა დაკავშირებულია არჩევნების შედეგებთან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, წინასწარ ამის შესახებ ვარაუდების გამოთქმა შეუძლებელია.

 

„ეს კავშირშია იმასთან, თუ როგორ გადანაწილდება ხმები, რამდენად შეძლებს პარტია, თვითონ აიღოს უმრავლესობა. თუ ვერ შეძლებს, შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ კოალიციებზე. ამ ეტაპზე რთულია თქმა, ვისთან შეიძლება, შეიქმნას კოალიცია, რომელი პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ვინ რა პროცენტს აიღებს. ახლა ამის ვარაუდი არის ძალიან რთული“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner