logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩემთვის ორმაგად მძიმეა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩემი ოჯახის ტრაგედიიდან გამომდინარე
- +

11 ოქტომბერი. 2019. 16:26

 

 

„ჩემთვის ორმაგად მძიმეა პატიმართა შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩემი ოჯახის ტრაგედიიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ გადაწყვეტილება სამართლიანი და საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს.

 

„ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომელიც პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ჩემთვის კი ორმაგად მძიმე - ყველამ იცის ჩემი ოჯახის ტრაგედია და შესაბამისად, როდესაც ამის შესახებ გახდა ცნობილი, ჩემთვის იყო ძალიან მძიმედ მოსასმენი. შეწყალება, რასაკვირველია, პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი აქტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება და კეთილ საქმეს მოემსახურება. ეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც შეგიძლია ადამიანს მისცე შანსი და გააბედნიერო. თუმცა, არ უნდა შეეხოს მძიმე დანაშაულებს. თანაც ეს არ იყო ერთი ან ორი შემთხვევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner