logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პირდაპირ ეთერში ამხილა
- +

11 ოქტომბერი. 2019. 16:35

 

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას წარმოადგინა მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ასლი და „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ტყუილში ამხილა. კერძოდ, მისი თქმით, 9 ოქტომბერს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოთარ კახიძემ თადუმაძეს უთხრა, რომ საერთოდ არ უსწავლია საერთაშორისო სამართალი, რადგან დიპლომში აღნიშნული საგანი არ ეწერა, თუმცა მამუკა მდინარაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს უხარისხოდ დაქსეროქსებული დოკუმენტი ჰქონდათ, სადაც აღნიშნული საგანი არ იყო დატანილი ფურცელზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner