logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტრო: სიცრუეა ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ...
- +

12 ოქტომბერი. 2019. 15:16

 

„ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში  დასაკავებელ პოზიციებზე  2019 წლის ოქტომბერში  გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხით დამტკიცებული  ყველა სხვა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო 2018 წლიდან განისაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შედეგად, 2018 წლამდე არსებული შრომის ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და სახელფასო კოეფიციენტის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა თანამდებობის ფუნქციების რანგირება და თანამდებობათა კლასიფიცირების სისტემა („პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ 26.04.2016 წლის N215 მთავრობის დადგენილებით).

 

შესაბამისად, ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შრომის ანაზღაურების განსაზღვრა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში  დასაკავებელ პოზიციებზე  2019 წლის ოქტომბერში  გამოცხადებული კონკურსის წინ მოხდა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

 

ამასთან, 2018 წელს განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხით განსაზღვრული პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების სამუშაოთა ანალიზი, რომლის მიზანი იყო თითოეული სამუშაოს დეტალური შესწავლა და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის იდენტიფიცირება. სამუშაოთა ანალიზის პროცესში, თანამდებობრივი მოვალეობების შეფასების ანალიტიკური მეთოდით (ფაქტორული სქემით), ასევე დადგინდა თანამდებობათა შეფასების ფაქტორებისა და კრიტერიუმების წონები და კრიტერიუმების აუცილებელი დონეები.

 

სამუშაოთა ანალიზის შედეგად, ფაქტორული სქემით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, აუცილებელ უნარებს, თანამდებობის გავლენასა და სხვა პარამეტრებს, გამოთვლილი იქნა თანამდებობათა ფარდობითი ღირებულება და სახელფასო კოეფიციენტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი“ - დანართი (1)-ის შესაბამისად“, - ნათქვამის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner