„14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს“, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.
„პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 სთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 სთ-ზე.
მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 სთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 სთ-ზე.
მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც.
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“ - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.