logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველოს სუვერენული რეიტინგის „BB“-მდე გაზრდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია
- +

12 ოქტომბერი. 2019. 18:05

 

საგარეო საქმეთა მინისტრი „S&P“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის „BB“-მდე გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილს უწოდებს.

 

მისვე თქმით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით დაწინაურება, კიდევ უფრო აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

 

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ საქართველო ვითარდება მდგრადად, სტაბილურად, რომ ქვეყანაში გატარებული რეფორმები არის თანმიმდევრული და შედეგის მომტანი! ეს კიდევ უფრო აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე! „S&P“ საერთაშორისო რეიტინგის სამომავლო პროგნოზით საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში. ეს ასევე არის წარმატების წინაპირობა ჩვენი ყველა საგარეო პოლიტიკური ამოცანისა თუ გამოწვევის საპასუხოდ!“ - აღნიშნა დავით ზალკანიანმა

 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Standart & Poor’s“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner