იაპონიაში ტაიფუნი „ჰაგიბისის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
ამ დრომდე გარდაცვლილად 33 ადამიანი ითვლებოდა. სტიქიის შედეგად დაკარგულია 17, ხოლო დაშავებულია 189 ადამიანი.
მედიის ცნობით, დაახლოებით 136 000 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო 4300-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ტაიფუნის გამო, რომელსაც ძლიერი ქარი და წვიმა ახლდა, მეწყერი ჩამოწვა, ორი ათეული მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და უზარმაზარი ადგილები დატბორა ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიიდან ნიგატამდე, რომელიც იაპონიის ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს.
მაღალსიჩქარიანი მატარებლების მოძრაობა, ისევე როგორც ექსპრეს-მატარებლების, ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე „ნიკკოს“ ტურისტულ მხარეში უკვე აღდგენილია.
ამავდროულად, ფრენის შეფერხებები „ნარიტას“ აეროპორტში ნარჩუნდება. იაპონიის პოლიცია, სახანძრო სამსახურები და თავდაცვის ძალები სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს 11 პრეფექტურაში განაგრძობენ.