logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის საკითხი, რომელზეც კომპრომისები არ იქნება
- +

15 ოქტომბერი. 2019. 10:39

 

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის საკითხი, რომელზეც არავითარი კომპრომისები არ იქნება“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ციხელაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრამ ყველას დაანახა, რომ საქართველო არავისთან არ გაურბის დიალოგს.

 

„ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო. ამით ჩვენ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველას ვაჩვენეთ, რომ საუბარს და დიალოგს არავისთან არ გავურბივართ, მაგრამ ამ დიალოგსა და საუბარში შევდივართ ძალიან კონკრეტული მიზნებით, დღის წესრიგით და არც ერთი ნაბიჯით გადახვევას არ ვაპირებთ. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს. მას შემდეგ შედგა შეხვედრა რუსულ მხარესთან, ოღონდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და მოვისმინეთ კიდეც ანგარიში. ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდით და ჩვენ კონსტრუქციული პოზიცია არ შეგვიცვლია, მაგრამ კონსტრუქციული ნიშნავს ასევე პრინციპულს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის საკითხი, რომელზეც არავითარი კომპრომისები, ბუნებრივია, არ იქნება. გამოსავალი კონკრეტულ ჰუმანიტარულ თუ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ბუნებრივია არსებობს, ჩვენ ამაზე ბევრი წელია ვმუშაობთ და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა და იმ ფორმატში, რომელიც არსებობს”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner