საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.
ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება თურქული მხარის თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
შეხვედრის ახალი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „პირველს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მხარეები სამმაგი შეხვედრის ახალ თარიღზე იმსჯელებენ და ამის შემდეგ გადაწყდება ახალი შეხვედრის გამართვის საკითხი.
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების წინა შეხვედრა სტამბოლში გასული წლის 29 ოქტომბერს შედგა.