logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ამომრჩეველს ისეთი პროგრამის შევთავაზებთ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის საფუძველი იქნება
- +

15 ოქტომბერი. 2019. 00:39

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გეგმავენ ამომრჩევლისთვის ისეთი პროგრამა შესთავაზონ, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის საფუძველი გახდება.

 

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, რომ გარანტირებულად თქვა, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას "ოცნებას" მისცემს. ამისთვის სერიოზული მუშაობაა საჭირო.

 

"ერთი წელი გვაქვს მოსამზადებლად, არამარტო მოსამზადებლად, არამედ საქმის გასაკეთებლადაც. ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ ერთი წლის განმავლობაშიც. გარდა ამისა, საარჩევნოდ, ჩვენ ვგეგმავთ ამომრჩევლისთვის ისეთი პროგრამის შეთავაზებას, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის საფუძველი უნდა გახდეს", - აცხადებს კობახიძე.

 

იგი არ გამორიცხავსმ რომ 2020 წლის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოიპოვოს მანდატების 45%. ასეთ შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შესაძლოა შეუძლებელიც გახდეს.  

 

ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში, თუ შეხედულებებში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღემდე ვერ იკვრება კოალიცია, ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს. ანუ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“, - განაცხადა კობახიძემ.  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner