logo_geo
eng_logo
სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა
- +

15 ოქტომბერი. 2019. 10:50

 

 

ოცწლიანი პაუზის  შემდეგ სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები მოირწყა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია  განახორციელა. 

პროექტის ფარგლებში: აშენდა ახალი სატუმბი სადგურები; სარწყავი სისტემის 16- კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და  მასზე არსებულ  ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; არხები მთლიანად გაიწმინდა ბუჩქნარისა   და გრუნტის ნატანისგან; დაზიანებული  რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი.   აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს.

 ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს  1000- ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის  მორწყვა გახდა შესაძლებელი. 

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ,   დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში   აღდგენილი სარწყავი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner