logo_geo
eng_logo
"ევროპული საქართველო" თანაგუნდელ აჰმედ იმამკულიევის პოზიციას ემიჯნება
- +

15 ოქტომბერი. 2019. 20:30

 

 

"ევროპული საქართველო" სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, თანაგუნდელ აჰმედ იმამკულიევის პოზიციას არ იზიარებს 

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, იმამკულიევის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი პერსონალური პოზიციის გამოხატულება იყო.

"ეს არ იყო "ევროპული საქართველოს" აქცია, ეს იყო პერსონალური პოზიციის გამოხატულება. ჩვენ საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით რეგიონში მომხდარ ამ სერიოზულ პრობლემას, რადგან გვესმის, რომ ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით ამ ვითარებას", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" წევრმა აჰმედ იმამკულიევმა თურქეთის საელჩოსთან აქცია ჩაატარა და სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner