logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობასა და მზაობას ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად
- +

16 ოქტომბერი. 2019. 11:59

 

„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტია“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხდა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად არსებობს გარკვეული უთანხმოება პარტნიორებს შორის, ვფიქრობ, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ორივე მხარისგან ვისმენთ დადებით განწყობასა და მზაობას ამ პროექტის განსახორციელებლად, ასე რომ, ვფიქრობ, ამ პროექტის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner