logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ხაზარაძემ მორალური და პოლიტიკური ფსკერი უკვე რამდენჯეტმე „ჩახვრიტა“.
- +

16 ოქტომბერი. 2019. 19:43

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „თი ბი სი ბანკის“ მფლობელისა, მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხაზარაძემ მორალური და პოლიტიკური ფსკერი უკვე რამდენჯეტმე „ჩახვრიტა“.

მოკლედ რომ შევაფასო მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა და მისი პერსპექტივები, მან უკვე მერამდენე მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა გუშინაც, რომ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას ასეთი რიტორიკული კითხვა, რომელზეც პროკურატურა კი ცდილობს გასცეს ფაქტობრივი პასუხი და ეს კითხვაა - ამან ფული როგორ იშოვა? თადუმაძე ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ამან ფულის გათეთრებით იშოვა ფული, მაგრამ, ზოგადად, ხანდახან ქმედება უნარშეზღუდულის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს”, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

მისივე თქმით,  ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პოლიტიკურმა საჯარო პირმა იკადროს, ეს არის ისტორიის გადაკეთება, რევიზიონიზმი.

ნაცვლიშვილის თქმით, რევიზიონისტებმა გერმანიაში, ჰოლოკოსტის დროს გაზის კანონების არსებობა უარყვეს, ამერიკაში, არიან რევიზიონისტები, რომლებიც ამბობენ, რომ მთვარეზე არ დამჯდარან ამერიკელი ასტრონავტები, გაჩნდნენ ახალი რევიზიონისტები და მათში ჩაეწერა ხაზარაძე.

 

„ ეს არი არის „პროგრეს ბანკის“.  ეს არის „ქართუსა“ და „პროგრეს ბანკის“ პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვის ისტორია, როდესაც მთელი სახელმწიფო დაესხა თავს და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური აქტი განახორციელა, მაშინ როდესაც აკოტრებდნენ და მაშინ, როდესაც ორ ბანკს აკოტრებდა სააკაშვილი მთელი თავისი მიტაცებული სახელმწიფოთი, სიტყვა არ ამოუღია, ხმა არ ამოუღია და დღეს ეს ბანკი იყიდა, შე კაი ოჯახიშვილო, თუ საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავ და კანონმორჩილი ხარ, შენმა სტაფმა რომ „პროგრეს ბანკი“ შეამოწმა, იქ თუ ფულის გათეთრება აღმოაჩინა, ჯერ ეს ერთი, არაფერი უნდა გეყიდა და უნდა შეგეტყობინებინა შესაბამისი ორგანოებისთვის. ამიტომ, თუ გამოძიება და შესაბამისი ორგანოები რაღაცა ტიპის სიღრმეებში ჩავლენ, არ ვიცი, დაიწყებენ თუ არა ამის შესწავლას, მაგრამ თვითდაზიანებით პოლიტიკაში შემოსვლის კლასიკაა მამუკა ხაზარაძე“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner