logo_geo
eng_logo
„ციმბირის ავიახაზებს“ მოსკოვიდან ქუთაისში საჰაერო რეისების განხორციელების უფლება მისცეს
- +

16 ოქტომბერი. 2019. 19:53

 

„როსავიაციამ“ „ციმბირის ავიახაზებს“ („ეს-7“) მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა.

 

შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განკარგულება 15 ოქტომბრით თარიღდება.

 

დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანიას მოსკოვი-ქუთაისის რეისის შესრულება კვირაში შვიდჯერ შეუძლია.

 

ამავე დროს, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „როსავიაციამ“ ავიაკომპანია „გლობუსს“ მოსკოვი-ქუთაისის რეისების შესრულების უფლება გაუუქმა.

 

როგორც რუსულ მედიასთან საუბარში ავიაკომპანია „ეს-7“-ის წარმომადგენელმა ნადეჟდა ხაიტოვამ განმარტა, მოსკოვი-ქუთაისის რეისის შესრულებაზე როსავიაციისგან ნებართვის მიღების მიუხედავად, პირდაპირი ფრენების აკრძალვის პირობებში ავიაკომპანია რეისებს ვერ შეასრულებს. ამასთან, ხაიტოვას თქმით, ქუთაისში ავიარეისების შესრულების ნებართვა ავიაკომპანია „ციმბირმა“ „გლობუსის“ ნაცვლად მოიპოვა, აღნიშნული ავიაკომპანიების გაერთიანების ფარგლებში.

 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ივლისში შეწყდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner