logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: პოლიტიკურ თამაშს ჰგავს, თურმე, ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, ოღონდ ხაზარაძე გვარებს არ დაასახელებს
- +

16 ოქტომბერი. 2019. 22:16


"პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის არა თუ ბიზნესი, არამედ სახელმწიფო დაფინანსებით შემოვიდა შავ ზღვაში და მრავალი მილიონის ინვესტიციას ახორციელებს.

"რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და როდესაც ისმის ბრალდება, რომ ხელისუფლებას ამერიკული ბიზნესის გაწევა სურს საქართველოდან, უნდა ითქვას, რომ არავითარი ამერიკული თუ ბრიტანული ფული ეს არ არის, ლაპარაკია ყაზახურ კომპანიაზე. ეს არის და ეს. აქვე ვიტყვი, რომ ყაზახების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. მამუკა ხაზარაძის შემოთავაზებებზე და განცხადებებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკმაოდ მყარ პოზიციებზე დგას. მათ ყველაზე კარგად იციან რა იყო რეალური წინადადებები კომპანიებისგან და რა იყო ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. ეს სიტყვების თამაში და ბრალდებები, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? მიუთითებს კონსორციუმის სუსტ პოზიციებზე. გაგახსენებთ, რომ ამერიკის არა თუ ბიზნესი, არამედ სახელმწიფო დაფინანსებით შემოვიდა შავ ზღვაში და მრავალი მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ და ისინი ახლა ხმას არ იღებენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან. ეს არ არის საქმიანი ლაპარაკი. ჩანს, რომ მისი აქტივობების მთავარი განმაპირობებელი არის პოლიტიკური პროცესი. არ მინდა ვინმემ ცუდად გაიგოს, მაგრამ ეს სპეკულაციას ჰგავს", - აცხადებს გია ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner