„ამან ფული როგორ იშოვა? - საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას ასეთი რიტორიკული კითხვა, რომელზეც პროკურატურა ცდილობს, გასცეს ფაქტობრივი პასუხი“, - განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თადუმაძე ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ამან ფულის გათეთრებით იშოვა ფული, მაგრამ ზოგადად ხანდახან ქმედება უნარშეზღუდულის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს.
„პროგრეს ბანკის“ ისტორია რა არის? - ეს არის „ქართუსა“ და „პროგრეს ბანკის“ პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვის ისტორია, როდესაც მთელი სახელმწიფო დაესხა თავს და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური აქტი განახორციელა. მაშინ, როდესაც ორ ბანკს აკოტრებდა სააკაშვილი მთელი თავისი მიტაცებული სახელმწიფოთი, ხმა არ ამოუღია და დღეს ეს ბანკი იყიდა. შე კაი ოჯახიშვილო, თუ საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავ და კანონმორჩილი ხარ, შენმა სტაფმა რომ „პროგრეს ბანკი“ შეამოწმა, თუ იქ ფულის გათეთრება აღმოაჩინა, ჯერ ეს ერთი, არაფერი უნდა გეყიდა და უნდა შეგეტყობინებინა შესაბამისი ორგანოებისთვის. ამიტომ, თუ გამოძიება და შესაბამისი ორგანოები რაღაცა ტიპის სიღრმეებში ჩავლენ, არ ვიცი, დაიწყებენ თუ არა ამის შესწავლას, მაგრამ თვითდაზიანებით პოლიტიკაში შემოსვლის კლასიკაა მამუკა ხაზარაძე“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.