logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: პროგრამა, რომლითაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, აღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ
- +

18 ოქტომბერი. 2019. 16:25

 

„განათლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით განვაცხადეთ, რომ პროგრამა, რომლითაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, აღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ვინც აღნიშნული პროგრამა დაამთავრა, სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული პროგრამა აქვს ნასწავლი და პროგრამის ნამდვილობა დასტურდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, თუ კიდევ არის რამე დამატებითი საკითხი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დამატებით ინფორმაციას მოითხოვს.

 

„ეს ყველაფერი უკვე კომიკურ სიტუაციას იძენს. ვინ სწავლობდა, კურსელები და ა.შ. ამ საკითხების ასე გაშარჟება არ შეიძლება, ვინაიდან საკითხი უნდა დაისვას, ფუნქციონირებდა თუ არა უნივერსიტეტი, აკრედიტაცია ჰქონდა თუ არა. ამაზე ეჭვები აღარ არის? ადრე ხომ იყო, გაიფანტა? უკვე აღარავინ საუბრობს იმაზე, რომ უნივერსიტეტი არ არსებობდა და სახელმწიფოს მიერ არ იყო აღიარებული, თითქოს ჯიხურში იყო და ა.შ. ეს დამოკიდებულება ხომ გახსოვთ? დღეს იმავეს ვეღარ ამბობენ, რადგან პასუხები გაეცათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner