საქართველოს გენერალურმა პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ არ მოითხოვს განათლების ხარისხის ეროვნული განვითარების ცენტრიდან მისი დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რადგან მის დიპლომს სამართლებრივი პრობლემა არ ჰქონია და არ აქვს.
“ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა და არც ჰქონია. მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ”, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.