logo_geo
eng_logo
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე გახდა
- +

19 ოქტომბერი. 2019. 00:31


„მთავარი არხის“ მეწილე შპს საქართველოს უნივერსიტეტი გახდა.

როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, შპს საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანიის 2%-ანი წილის მფლობელი გახდა. თავის მხრივ კი, საქართველოს უნივერსიტეტის 37,5%-ანი წილის მფლობელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა, 12,5%-ის - ნიკოლოზ ალასანია, ხოლო 50%-ის - მანანა სანაძე.

 

ამჟამად „მთავარი არხის“ წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

 

51%- ნიკა გვარამია;

 

42% - კახაბერ ანჯაფარიძე;

 

2,5% - გიორგი რურუა;

 

2,5 % - მარი ანა რურუა;

 

2 % - შპს საქართველოს უნივერსიტეტი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner