თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი აცხადებს, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი ის, თუ როგორც უგონებდნენ ამა თუ იმ პერსონას ცრუ ბრალდებებს იმისთვის, რომ ის "გაეშავებინათ".
მისივე თქმით, ეს „მოქალაქეთა კავშირის“ დროს დაიწყო. იყო გარკვეული ჯგუფი, ახალგაზრდებისა, რომელიც დაჯდებოდა და გეგმავდა, ვისთვის რისი დაბრალება შეიძლებოდა. ზოგს კორუმპირებულობას აბრალებდნენ, ზოგს - უშიშროებასთან კავშირს.
ლეკიშვილის ინფორმაციით, იმ ახალგაზრდების ლოზუნგი იყო - უნდა დააბრალო და ერთმაც რომ დაიჯეროს, უკვე გამარჯვებაა. მერე, დადგეს და თავი იმართლოსო.
"ყველა აგენტი როგორ იყო? იმედი მაქვს, დადგება დრო და მოვა თაობა, რომელიც იგრძნობს, რომ ეს არ უნდა გააკეთოს. რადგან, დღეს საქართველოს ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ითანამშრომლებს. ეს თემა ყოველთვის ამოვარდნილი იყო. ადრე, ყველაზე დიდი უბედურება იყო ის, რომ „მოქკავშირი“ როცა შეიქმნა, მის შიგნით, კიდევ ოპოზიცია გაჩნდა - ორად გაიყო, ერთი ფრთა მეორის ოპოზიციაში იყო. რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა. მიშა მოვიდა და გადაწყვიტა, ოპოზიციას სულ მოვსპობო. ახლა სულ სხვა სიტუაციაა", - აცხადებს ნიკო ლეკიშვილი.